ბრაზილიაში პანდემიასთან ცუდად გამკლავების გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვენ
საპროტესტო გამოსვლები ბრაზილიაში - ასობით დემონსტრანტმა რიო-დე-ჟანეიროს, სან-პაულოსა და სხვა ქალაქებში პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა. აქციები კონსერვატიული მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული. დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ და პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს პანდემიასთან ცუდად გამკლავებაში ადანაშაულებენ.