გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო, 5 წლით პატიმრობა ძალაში დატოვა
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ძალაში დატოვა სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.