მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა
ცნობილი მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. ის 81 წლის იყო. „რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალება“, - აღნიშნულია განცხადებაში.