“ფლაიდუბაი” საქართველოში რეგულარულ ფრენას 28 იანვრიდან აახლებს
ავიაკომპანია „ფლაიდუბაიმ“ 28 იანვრიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა განაახლა. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ რეისები დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება.