კვლევა, თუ პროპაგანდა? – “მის შედეგებს იხმობენ სახელისუფლებო ექსპერტები” – ISFED
„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს და განცხადებას ავრცელებს: გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაშუქდა კომპანია „გორბის“ (GORBI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს, აცდენილია აქტუალობას და მიზნად ისახავას არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, არამედ მის მანიპულირებას და ამდენად, წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ეს ნაწილი, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს. წარმოდგენილი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის მეთოდების არაერთ ...