“სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია საგანგაშოს და შემაშფოთებელს უწოდებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კანონის უზენაესობის ნაწილს. მისივე თქმით, რეზოლუციაპირდაპირ აღიარებს სახელმწიფოს მიტაცებასა და კორუფციას, მოსამართლეების ბოლოდროინდელი დანიშვნების შეუსაბამობას საერთაშორისო რეკომენდაციებსა და სტანდარტებთან, საპარლამენტო კონტროლის ნაკლებობას მთავრობასა და უსაფრთხოების სამსახურებზე და აშ. „საგანგაშოდ მიგვაჩნია ევროპარლამენტარების ანგარიში სახელმწიფო მიტაცებასა და ანტიკორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით. ასოცირების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგაც კი მთავრობამ ვერ მოახერხა მისი განხორციელება, როგორც ამას ასოცირების ხელშკრულება ითხოვს. ეს არის სწორედ მთავრობის პოლიტიკის პრობლემა, სწორედ ამის შედეგია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკის ...