უკრაინის რადას დეპუტატი მიკოლა ტიშჩენკო, ფრაქცია “ხალხის მსახურიდან” გარიცხეს – ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელმა ოლენა შულიაკმა გაავრცელა. მიზეზი სავარაუდოდ, მისი მოგზაურობა გახდა ტაილანდში.
გარიცხვამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ტიშჩენკო ბანგკოკში უკრაინულ საზოგადოებასთან შესახვედრად მიემგზავრებოდა.
ტიშჩენკოს მოგზაურობის შესახებ განცხადება ტაილანდში, უკრაინის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრა 27 იანვარს იყო დაგეგმილი.
“ხალხის მსახურის” ლიდერმა, დავით არახამიამ დაწერა:
“დარწმუნებული ვარ, არავის არ სჭირდება ახსნა, რატომ. იმედი მაქვს, ამის შემდეგ ყველა საბოლოოდ მიხვდება, რას ნიშნავს ომში მყოფი ქვეყნის დეპუტატის მუშაობა”.
კომენტარები