ბიბისის ცნობით, ტაილანდში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა. შეიარაღებული თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცეცხლი ყოფილმა პოლიციელმა გახსნა. ძებნის გამოცხადების შემდეგ კი თავდამსხმელმა ოჯახის წევრები მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
გავრცელებული ცნობით, ბაღში თავდასხმას როგორც მცირეწლოვნები, ასევე ზრდასრულებიც ემსხვერპლნენ.
თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივი პრესის ცნობით, თავდამსხმელი პოლიციიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
კომენტარები