ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქს 8 მილიონი დოლარით დაეხმარება.
შემოწირულობა მოიცავს 3 მილიონ აშშ დოლარს კიევის მთავრობისთვის და დამატებით 5 მილიონ აშშ დოლარს ექვსი ადგილობრივი საავადმყოფოსთვის.
კიევის მერმა, კლიჩკომ მადლობა გადაუხადა ტაივანს, რის დროსაც, თქვა: “მშვიდობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიწყოს, როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი დატოვებს უკრაინას”.
კომენტარები