ტაჯიკეთში უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს 1500 ადამიანი და აცხადებენ, რომ ისინი ჯადოქრები არიან. ასევე დაკავებულია 5 ათასი მოლა, რომლებსაც, მათი თქმით არ ჰქონდათ რელიგიური განათლება. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა დუშანბეში მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალის მომზადების სახელმწიფო ინსტიტუტის გახსნისას განაცხადა.
„სახელმწიფოს მეთაურის დავალებით და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში 1,5 ათასი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ჯადოქრობითა და მკითხაობით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო 5 ათასზე მეტი “ნახერად განათლებული” მოლა დააკავეს. ფანატიზმისთვის [ისინი] დარეგისტრირებულნი იყვნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასევე, ტაჯიკეთში დიდი ხანია აკრძალულია ამულეტების დამზადება და მკითხაობა. დამნაშავეებს 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
კომენტარები