პიარ ტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ის მეცნიერულ-ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ დასკვნა გასაგებია და სულ აქტუალური იქნება. მთავრობა რო ცუდია ეგეც გავიგეთ, მარა რა ტიპი უნდა იყო წინა მთავრობა ინატრო?
ოჯახი არ არსებობდა მინიმუმ ერთი პატიმარი არ ჰყოლოდა.
ტიპმა ოთხი ბორბალი მოიპარა და როგორ მოიპარეო? – ჰკითხეს.
- ჯერ ორი გამოვიტანე, ჩავდე მანქანაში, მერე შევბრუნდი და კიდე ორი გამოვიტანეო.
- აჰა ესეიგი ორჯერ გიქურდიაო და 5 წელს 5 დაუმატეს და ჩასვეს.
მეორემ – ტუშონკა მოვიპარეო.
- როგორო?
- სამი პარკი გავავსე, ერთად ვერ გამოვატიე და ცალ – ცალკე გამოვაძვრინე ფორტოჩკაშიო.
- ო, ამას სამჯერ უქურდიაო და იმას 4+4+4 მიუსაჯეს.
ადვოკატები იყვნენ და მკვდარზე ვენოკი (ყველა არა რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა), პროსტა დადიოდნენ პროკურატურაში და ფოსტალიონობდნენ, ამბავი მიქონდათ და მოქონდათ და ვაჭრობდნენ ოჯახს რამდენის გადახდა შეეძლო.
საპროცესო შეთანხმება მოიგონეს და რეალურად ლომბარდი იყო, ადამიანის ლომბარდი. გიტოვებდნენ ზალოგში და ოჯახს ევაჭრებოდნენ რამდენს გადაიხდიდი.
მოსამართლე იყო და პროკურორს უყურებდა თვალებში. საქმეების 99% გამამტყუნებელი განაჩენით სრულდებოდა.
მთელ საქართველოს მოძრავი-უძრავი, ყველაფერი ბანკში ჰქონდა.
ქონების წართმევა იყო და ღამის 3-4 სთზე აღვიძებდნენ მეპატრონიან ნოტარიუსიანად და შუა ღამით 1 ლარად ჩუქებას აფორმებინებდნენ. გეგონება ჩუქება გინდა კაცს და დილამდე ვერ ითმენ ანდა სახელმწიფოს მეტი ახლობელი ვერ ნახე საჩუქებლად.
ქვეყანა დაამსგავსეს ქვეყანასო.
მთავარი ის კი არაა ფულს რაში ხარჯავ.
მთავარია ამ ფულის საშოვნელად რაზე ხარ წამსვლელი.
როცა “აშენებული ქვეყნის” უკან ასობით ათასი გაუბედურებული ოჯახი იდგა, დალომბარდებული ოჯახის წევრებით და უძრავი ქონებით, მერე გინდა ასფალტი დააგე და გინდა სერენადა მიმღერე ფანჯარასთან, ფასი აქვს ნოლი.
თუ ვინმეს რამე ლამაზი და კარგი ჰქონდა, მარა ჯიბეში ხელს არ აყოფინებდა არავის, დილის 5 სთზე ადგებოდნენ ბულდოზერით და უნგრევდნენ.
ეს რაც ვიცით, და რაც არ ვიცით?
პროსტა, თუ ფიქრობ რო ეს ცუდია, უარესს რაღას ნატრობ ოჯახაშენებულო? ტალახს გაურბოდე და ფუნას ნატრობდე, გაგონილა?”
კომენტარები