გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ზაფხულს მერე მინდა მოგიყვეთ ეს ამაღელვებელი ისტორია, მაგრამ რაღაც სათანადოდ ვერ განვეწყე… რადგან, მერწმუნეთ, გმირებზე წერას სხვა მიდგომა და პასუხისმგებლობა სჭირდება, – ჰაიჰარად ვერ დაწერ.
გმირები ყოველდღიურად, ყველა სიტუაციაში ავლენენ თავიანთ დიდ ბუნებასა და გამბედაობას, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, მათი საქციელით აღფრთოვანებაღა დაგვრჩენია, რადგან იმას ვერ ჩავიდენთ რასაც ის, ამიტომაც ქვია მას გმირი!!!
ეს ამბავი აგვისტოში, დენდროლოგიური პარკის მისადგომებთან მოხდა, ოღონდ ცენტრალური კი არა, აი, ოზურგეთის გზიდან, იქ, სადაც ბიძინას ერთერთი რეზიდენციაა.
სწორედ ამ რეზიდენციის მიმდებარედ, გზისპირას შევნიშნე დიდ ევკალიპტებთან მიყენებული მანქანა სახ. ნომრით GM007iR, ანუ გმირ 007…
ნუ გასაგებია, რომ ასეთ ნომრებს ტყუილად არ გასცემდნენ და უთუოდ ბუმბერაზ პიროვნებასთან მქონდა საქმე?
ტანში გამაჟრჟოლა და ეიფორიამ შემიპყრო. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ცოცხალი გმირი.
დავაკვირდი რა ხდებოდა: ერთერთ ევკალიპტთან ზურგით იდგა მხარბეჭიანი, საკმაოდ ახალგაზრდა კაცი, დოინჯი შემოერტყა, ნიავი ნარნარად უნანავებდა შავ, ჭაღარაგარეულ გრუზა ქოჩორს. მოშვებულ ქამარზე ივარაუდებდით, რომ ხვანჯარი გახსნილი ჰქონდა… და.. ჰოი საოცრებავ – ფსამდა!…
გ მ ი რ ი ფსამდა!!!…
პ.ს. ვისაც ეს პასკვილი უხამსად და მკრეხელურად მოგეჩვენათ, შეგედავებით და გეტყვით, რომ თუ იმდენად გაქვს გმირობაზე პრეტენზია, რომ ლამის გულზე გაწერია გმირი ვარო, მინიმუმ ქუჩაში არ უნდა ფსამდე!
/გრინ ბარეტი/”
კომენტარები