ტანზანიაში მაღაროელი, საინინ ლაიზერი მილიონერი მეორედ გახდა, მან მესამე ძვირფასი ქვა ტანზანიტი აღმოაჩინა.
უმსხვილესი კრისტალი 3.3 კილოგრამს იწონიდა. ლეიზერი, 30-ზე მეტი შვილის მამა და 2,000 ძროხის მფლობელი, ძვირფასი ქვის პოვნის გამო 2 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჩრდილოეთ ტანზანია მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ტანზანიტი არსებობს, რომელიც ექსპორტზე, ძირითადად ინდოეთში გადის. ეს არის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძვირფასი ქვა. ის უმეტესად ლურჯი ფერისაა, მაგრამ ასევე არსებობს მწვანე, წითელი და ვარდისფერი ნიმუშები. ადგილობრივი გეოლოგების აზრით, ტანზანიტის მარაგი დაახლოებით 20 წელიწადში ამოიწურება.
შეგახსენებთ, მაღაროელმა ლაინზერმა ძირფასი ქვა ტანზანიტი ორი თვის წინაც აღმოაჩინა, რომელიც ქვეყნის მთავრობამ მისგან 3.4 მილიონ დოლარად შეიძინა.
report.ge
კომენტარები