ტანზანიის ევანგელისტურ ეკლესიაში ჭყლეტას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქ მოშიში მოხდა. პასტორმა ბონიფაცია მვამპოსამ, რომელიც ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქადაგების დროს ნაკურთხი ზეთი გადმოაქცია. ზეთის ცხების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო, რამაც ეკლესიაში ჭყლეტა გამოიწვია. შემთხვევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
კომენტარები