“ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი:
ჩაფუშული ე.წ. ,,ქართული ოცნება” ელისაშვილის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, ლეიბორისტებს წლების მანძილზე ბიუჯწტიდან 8 მლნ ლარი აქვთ მიღებული და სულ ბოიკოტში არიანო
ამათზე ცნობილი ებრაული წყევლაა: ღმერთმა არც შენი გაცოდინოს და არც სხვისი გაგაგებინოსო… ერთი ჭკუის დამრიგებელი და კანონის წამკითხავი როგორ არ ყავთ?! ლეიბორისტული პარტია მართლა იღებდა ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ხმების მიხედვით, კვალიფიციური პარტიის დაფინანსებას. ანუ პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5 % ვერ ვაგროვებდით, მაგრამ მუდამ +3 პროცენტი გვქონდა. ასეთ დაფინანსებას სხვა არაერთი კვალიფიციური პარტია იღებდა.
ანუ ბოიკოტში კი არა იყო, როგორც ამას ქოცების ,,ნადეჟდა” აცხადებს, ხმები არ ეყო და ვერ შევიდა პარლამენტში, მაგრამ პარლამენტს გარეთ ბრძოლა და შრომა საკუთარი ქვეყნის და ხალხისთვის არ შეუწყვეტია.
ახლა უმაქნისი ,,ქართული ოცნების” ბიუჯეტიდან პარტიული დაფინანსების სახით მიღებული დავითვალოთ. ძილში და ქვეყნის ყვლეფაში რომ იღებდნენ და იღებენ. ივანიშვილის პარტია დაფინანსებას 2012 წლის საპაელამენტო არჩევნების შემდეგ წელიწადში 5 მლნ ლარზე მეტს იღებს, ანუ 9 წელში 45 მლნ. პლუს ქვოტირების 30 % ყოველი არჩევნებისას _ 5 საპარლამენტი და ადგილობრივი არჩევნები _ 9 მლნ- მდე და ყოველი არჩევნების დროს უნაზღაურდებათ 1 მლნ ლარი ასევე ბიუჯეტიდან. 7 არჩევნებში (საპარლამენტო, ადგილობრივი და საპრეზიდენტო), ესეც 7 მლნ.
ტარანი თვლით არაა? 45 + 9+5 = 59 მლნ ლარი უმაქნისობისთვის, ხალხის ყვლეფისთვის, საკუთარი კეთილმოწყობისთვის, ბიზნესის აწყობისთვის, სახელმწიფოს გაუქმებისთვის… ამას დაუმატეთ მათი რანდენიმეათასიანი ხელფასები, პრემიები, მანქანები, საწვავი. უამრავი მილიონი შემოწირულობები, რომელსაც მერე ბიუჯეტიდან იხდიან. ალეკო ელისაშვილს ებარებოდეთ ქოცებო! მაგის სტატისტიკაზე რომ დაგიდგათ საქმე.

კომენტარები