ჟურნალისტი, ნატო გოგელია:
30 წელია ამ ადამიანს ვიცნობ! 30 წელია ვუყურებ, როგორ აშენებდა სკოლას და როგორ ასწავლიდა ბავშვებს სწორად ცხოვრებას!
30 წელი ვუყურებდი, როგორ შეინარჩუნა სკოლა და როგორ გახადა ეს სკოლა ერთ_ერთი წარმატებული ქვეყნის მასშტაბით!
მახოვს, უშუქობის, უგზოობის პერიოდი, წვიმასა და ავდარში მის მიერ ფეხით გამოვლილი კილომეტრები, რომ სკოლში მოსულიყო…
ეს ადამიანი ჩემი მასწავლებელი და ჩემი დირექტორი იყო!!!
მერე, როცა ჩემი შვილის სკოლაში მიყვანის დრო დადგა, არცკი დავფიქრებულვარ _ რათქმაუნდა მეოთხე სკოლაში მივიყვანე და რათქმაუნდა ტარიელ მასწავლებელთან. იქ, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაზე პირველად ადამიანობას, სწორად ცხოვრებას და ქვეყნის სიყვარულს ასწავლიდნენ…
ვინც Tariel Kalandadzeს იცნობს, მიხვდება რომ სიტყვას არ ვამატებ და მიხვდება, რომ კიდევ ბევრი რამ არ ვთქვი!!!
და დღეს, განათლების სამინისტომ ეს ადამიანი დირექტორობიდან ჩახსნა!!!
ჩახსნა, რადგან სიმართლის თქმა არ აპატიეს!!!
არ მითხრათ ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორებაო!!! ტარიელ მასწავლებელს ის არ აპატიეს, რომ სხვებივით ერთი ადგილი არ “ულოკა” ხელისუფლებას!!! აი, ეს პოსტი არ აპატიეს!!! ქვეყნის სიყვარული არ აპატიეს!!!
Archil Talakvadze არ თქვა, რომ არ იცოდი და არ თქვა, რომ ეს არ არია პოლიტიკური ანგარიშსწორება!!! სირცხვილია ეს ყველაფერი!!!
ტარიელი რომ არ დაიკარგება ეს ყველამ იცის, მაგრამ იმ ასობით ბავშვს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს რას ეუბნებით _ ტარიელი იმიტომ ჩავხსენით მისი პირდაპირობა არ მოგვწონდა და ჩვენი აქტივისტი გვინდოდა დირექტორადო?
კომენტარები