პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“ამასობაში ვეფხისტყაოსნის დამცველთა ლეგიონი ჩამოყალიბებულა.
რატომღაც პერსონაჟის კრიტიკა ნაწარმოების (და ავტორის) კრიტიკა ჰგონიათ.
ამ ქვეყნის უბედურება (ოკუპაციაზე უარესი, რადგან ოკუპანტი ოდესღაც გავა) ისაა რომ სკოლების უმეტესობაში ბავშვებს დღემდე შავ-თეთრ ფერებში უხატავენ სამყაროს. მერე ეს ბავშვები იზრდებიან და სამყაროს ბოლომდე ასე აღიქვამენ.
ვეფხისტყაოსანი ამის საუკეთესო მაგალითია: ტარიელი, ავთანდილი, ნესტანი და თინათინი უმანკოდ, კრისტალურად თეთრები არიან, ყველაფერში მართლები. ტარიელმა უდანაშაულო ადამიანი მოკლა. მერე რა? ტარიელი წლებია გამოქვაბულში ზის. მერე რა?
სინამდვილეში კი პერსონაჟი მაშინაა საინტერესო როცა არაერთგვაროვანი და რთულია. რომელი კარგი წიგნი იცით სადაც სულ კრისტალურად დადებითი პერსონაჟები არიან?
დიდი ცდუნება მაქვს ვეფხისტყაოსნის ასეთი სწავლება საბჭოთა მეთოდიკას დავაბრალო. მაგრამ იმის მერე მეოთხედი საუკუნე გავიდა და რამდენი ხანი უნდა ვაბრალოთ იმათ?
(გარდა ამისა, საბჭოთა სკოლებში, მაგალითად იგივე მათემატიკას აშკარად უკეთ ასწავლიდნენ).”
კომენტარები