“ხალხი იხოცება და ზუგდიდში ხელისუფლება კონცერტს მართავს პირბადეების, ყოველგვარი რეგულაციის გარეშე!!!!” – წერს პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ჩარკვიანი ფეისბუქპოსტში კითხულობს, თუ სად არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ეროვნული მუზეუმის დაცვის გამო ქილიკობა – “რა დროს პროტესტია, გარეთ კოვიდიაო”:
“ხალხი იხოცება და ზუგდიდში ხელისუფლება კონცერტს მართავს პირბადეების, ყოველგვარი რეგულაციის გარეშე!!!!
აბა ახლა სად არიან ხელისუფლების ” გამპრავებლები”, ეროვნული მუზეუმის – ეროვნული საგანძურის დაცვის გამო რომ ქილიკობდნენ ” რა დროს პროტესტია, გარეთ კოვიდიაო!” ტაშ-ფანდურის დრო ხომ არის?! აბა ჰე” – წერს ჩარკვიანი.
კომენტარები