არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილი, “ტვ პირველთან” საუბრისას, ამბობს:
“არჩილ ტატუნაშვილი იყო ერი რიგითი მოქალაქე, თავისი სოფლის, თავისი სამშობლოსი. დღევანდელი დღე აჩიკოსთვის ერთი უბრალო დღე იყო, თავის სოფელში მიდიოდა, უპრობლემოდ შედიოდა ხოლმე მანამდე ახალგორში. დააკავეს, თითქოს უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიოური შემოწმებაზე. როცა გადაიყვანეს, იქ ბრალი წაუყენეს, თითქოს შესული იყო როგორ ტერორისტი იმ თავის ორ მეგობართან ერთად და უნდა მოეწყო ტერორისტული აქტი – ამის აღიარება მოსთხოვეს. პუტინის არჩვენები იყო მაშინ, ვითომ ჯარისკაცი დაიჭირეს, ტერორისტი, ერაყში ნამყოფი, თითქოს აგვისტოს ომის მონაწილე, სინამდვილეში, არ მიუღია აგვისტოს ომში მონაწილეობა… უნდოდათ თავის გამოჩენა. რომ არ დათანხმა აჩიკო, ამის შემდეგ აწამეს – დროშა დაუფინეს ფეხქვეშ, აიძულებდნენ, ქართულ დროშაზე შემდგარიყო, შემდეგ გაუშალეს რუკა, უნდოდათ ეღიარებია, მაგრამ არ ითანამშრომლებდა მათთან, ეს სამხრეთ ოსეთი არ არის, სამაჩაბლო იყო და სამაჩაბლო იქნებაო, უთხრა. ჯარისკაცი იყო, ის დროშა მისთვის არ იყო ნაჭერი… სასტიკად აწამეს, მერე 26 დღე მიცვალებული არ მოგვცეს, ჯოჯოხეთი გამოგვატარეს. ისტორია მეორდება, დასასრული არა აქვს არაფერს, ეს პუტინმი ვერ ძღება, თავისი ბრიყვული გამოხტომებით…
როცა დააკავეს, ის უკვე სამხედრო აღარ იყო, სამსახური ჰქონდა. პრინციპული ადამიანი იყო, რასაც იტყოდა – შეასრულებდა. ვერ ეგუებოდა, რომ თავის სოფელში მიდიოდა, როგორც სტუმარი, ვერ იტანდა თავის სოფელში მათ თარეშს. მეგობრებიც ჰყავდა ოსებიც, რუსებიც, ისე არ აივლიდა, რომ მათთვის პატივი არ ეცა.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც ჩემი შვილი ახსოვს. ჩემი აჩიკოც ყოველთვის ამოდიოდა გმირების საფლავზე აქ.
ერთი სურვილი მაქვს, – გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩემ შვილს მიანიჭა ღირსების ორდენი, უკვე ოთხი წელი გავიდა და ოფიციალურად დღემდე არა აქვს აჩიკოს გმირის წოდება მინიჭებული. მინდა სანამ ცოცხალი ვარ, მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება.”
კომენტარები