გარდაბნის მუნიციპალიტში, თბოელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურ ტბაში ორი მოზარდი დაიხრჩო. 15 და 17 წლამდე ასაკის ბიჭები ტბაში საბანაოდ თანატოლებთან ერთად ჩავიდნენ, თუმცა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. საძიებო სამუშაოები ტბაში რამდენიმე საათი გაგრძელდა. მაშველებმა ორივე მოზარდის ცხედრები ორსაათიანი ძებნის შემდეგ ტბაში ნახეს.
ორივე გარდაცვლილი სოფელ ნაზარლოდან იყო. ადგილობრივების თქმით, ტბა საკმაოდ ღრმაა, ტერიტორია კი დაცული არაა, რომ მსგავსი უბედური შემთხვევა არ მოხდეს. ბავშვები მშობლების დაუკითხავად სისტემატურად დადიან ტბაზე საბანაოდ.
“აქ ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს და თუ ჩავარდი, ამოსვლა ძალიან რთულია… ამის მიუხედავად ერთი გამაფრთხილებელი აბრის მეტი არაფერი კიდია და არავინ აკონტროლებს ტერიტორიას. წყლიდან, რომ ამოიყვანეს, ბავშვები უკვე გარდაცვლილები იყვნენ, საშინელება ტრიალებდა. ეს ნამდვილი ტრაგედიაა მათი ოჯახებისთვის და მთელი ჩვენი სოფლისთვის” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ambebi.ge-თან.
კომენტარები