ჭავჭავაძის 29 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
ამ დროისათვის ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, დაშავებულებზე ინფორმაცია არ შესულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები