პოლიტიკოსი, მამუკა გამყრელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჭავჭავაძის პროსპექტის რეკონსტრუქცია ბევრს დებილობა ჰგონია, სინამდვილეში ძალიან კარგად გათვლილი გოთვერნული პროექტია ბიუჯეტის ფულის ჩასახსნელად.
ორი წელი გაწელეს და რის ვაივაგლახით გააკეთეს სრული სიბრიყვე. თავი დავანებოთ იმას, რომ ტროტუარები რბილი ტრავერტინით მოაპირკეთეს და 2-3 წელში დაილეწება. არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ძვირად ღირებული მიწისქვეშა სანაგვე ბუნკერები გააკეთეს პროსპექტზე, სადაც თითო-ოროლა საცხოვრებელი სახლია და არავითარი აუცილებლობა არ იყო პროსპექტზე მათი დამონტაჟების. თვალი ავარიდოთ იმას, რომ ამ რეკონსრუქციის შედეგად პროსპექტზე არსებული მაღაზიები კლიენტურას დაკარგავენ, რადგან ვერც მანქანას გააჩერებ და ტრაფიკიც უსაშველო იქნება. ნუ ვიფიქრებთ დახარჯულ საბიუჯეტო ხარჯებზე და კორუპციულ გარიგებებზე.
მთავარი ის გახლავთ, რომ მოძრაობის სიურეალისტური დაგეგმარება შემოდგომაზე გამოიწვევს კოლაპსს და მერიას ხალხის მოთხოვნით მოუწევს ამ ყველაფრის უკან მოტრიალება. ისევ დაიხარჯება მილიონები, ახლა უკვე “კუნძულების” ნგრევაში და ეს მილიონები კვლავ მერის მეგობრების ჯიბეში წავა. დებილობაა ? არა ! კარგად გათვლილი მაქინაციაა.”
კომენტარები