მედიცინის დოქტორი, გიორგი კავკასიძე, სოციალურ ქსელში წერს:
“ვაქცინაცია რომ მიმდინარეობს ეს კარგია, მაგრამ…
პირველი დოზის დამადასტურებელ სერტიფიკატს არც ნომერი აქვს, არც შტრიხკოდი, არც QR კოდი…
ეხლა ჩემი მეუღლე ცდილობს მეორე დოზის “დაჯაშვნას” – სისტემა პასუხუბს “ჯავშანი ხელმისაწვდომია მხოლოდ მეორე დოზის ვაქცინაციისთვის”, არადა ვაქცინის პირველი დოზა 6 აპრილს აქვს მიღებული.
ქოლცენტრმა (1522) ამტელის კლინიკისკენ გადაგვამისამართა სადაც პირველი აცრა აქვს გაკეთებული, რადგან “აცრილების” ბაზაში ვერ იძებნება.
ეხლა უნდა ამტკიცოს რომ პირველი აცრა ნამდვილად აქვს გაკეთებული და მიღებული “ცნობა” ყალბი არ არის.
მოკლედ გამართულად და პროფესიონალურად ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ კეთდება.
წარმომიდგენია დღეში 1’000 კი არა 5’000 ადამიანი რომ იცრებოდეს, რა ქაოსი იქნება.
#დაავადებათაკონტროლისდასაზოგადოებრივიჯანმრთელობისეროვნულიცენტრი
დღეს ვიყავით კლინიკაში სადაც პირველი აცრა ჩატარდა. თავიდან პასუხი იყო რომ სისტემაში რეგისტრირებულია და ზოგჯერ პორტალი “ჭედავს”. ერთსაათიანი კამათის შემდეგ დადგინდა ის რაც გუშინცე ვიცოდით – თურმე თეას აცრა “ხარვეზით” არის რეგისტრირებული. ადამიანური ენით ეს ნიშნავს რომ პირველი აცრა არ არის სისტემაში/პორტალზე რეგისტრირებული და ამიტომ ვერ რეგისტრირდება განმეორებით აცრაზე.
დაგვპირდნენ რომ ხარვეზს გამოსაწორებენ. როდის? – როდესაც ტექნიკური ჯგუფი შეისწავლის ამ “ქეისს”-ო.
ვეკითხები – ვინ არის კონკრეტულად არცებზე პასუხისმგებელი საქართველოში – სახელი და გვარი?
ვინ აგებს პასუხს სისტემის/პორტალის გამართულ მუშაობაზე – სახელი და გვარი?
ამ ორ უმარტივეს კითხვაზე პასუხი არ აქვთ”
ამ წუთებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ აცრის მეორე დოზის გაკეთების რეგისტრაციის მსურველებს პრობლემა შეექმნათ – მათ მიზეზად დაასახელეს სააღდგომო არდადეგები ( შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო), ასევე დაასახელეს მეორე მიზეზი – “ადგილები შეივსო და სისტემა აღარ არეგისტრირებდა მათ.” და დაგვპირდნენ მესამეს – “ყველაფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად!“. ადგილები შეივსო, სააღდგომო არდადეგები, თუ ტექნიკური სირთულე? – ამ სამიდან ნებისმიერი შეგვიძლია ავირჩიოთ, ალბათ,
მთავარ კითხვაზე: – როდის აღმოიფხვრება პრობლემა – დაავადებათა კონტროლის ცენტრს (რადიო თავისუფლების ინფორმაციით) პასუხი არა აქვს!
კომენტარები