ჟურნალისტი, ბერდია კალანდია:
“მარიამობას სამეგრელოში “მარაშნა” ჰქვია. სწორედ მარაშნას წინა ღამეს იმართებოდა ჭეჭეთობა (ჭიაკოკონა) – წარმათობის პერიოდის ერთ-ერთი თავისებური გადმონაშთი, წეს-ჩვეულება, რომელიც ემსახურებოდა ავი სულების (მაზაკვალ-მჩხიბავების, ეშმაკების) განდევნას.
„ჭეჭეთობის“ უმთავრესი ეპიზოდი იყო ავი სულების განდევნა ცეცხლ-კოცონის საშუალებით -მაღლობებზე „გადაყურების“ შემდეგ წინასწარ მოგროვილი ფიჩხის კოცონს აჩაღებდნენ (ჭიაკოკონა) და თითოეული დამსწრე კოცონს ზედ გადაახტებოდა, რათა ცეცხლის ალს თვით იღლიიდანაც გაედევნა ეშმაკი და ავი სული ცეცხლთან თამაშის დროს.
მარიამობის ჭეჭეთობიდან დაბრუნებულნი, როგორც ეშმაკებისაგან გაწმენდილნი, უდარდელად იძინებდნენ. მაგრამ ოჯახის დედა მათ მალულად ცვილის სანთელს აწებებდა თმაში, რითაც წლის განმავლობაში დაცული იქნებოდა ეშმაკებისა და ავი გულთვალისაგან.”
კომენტარები