უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე:
“როგორი ცუდი არსებაა ადამიანი, რომ გონია ყველაფრის უფლება აქვს ამ სამყაროში.
ამ შეშინებულ სახეებს უყურებთ? ჭიათურის მერიას უყიდია ეს საცოდავები და კიდევ ენოტები, შეუყრია გაყინულ გალიაში და სიცივით კვდებიან, ერთმანეთს ეხუტებიან რომ გაათბონ. წყალს და პურს ჭამენ თურმე
ჯერ რამხელა დანაშაულია რომ ბუნებას მოსწყვიტავ, მერე ჭიათურაში ჩაიყვან და ესე ექცევი, მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი “გაართონ”.
ამ თვალებს სამყარო არავის აპატიებს.. რა დაგიშავათ რომ ასე ექცევით დაუცველ არსებებს?
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია როგორი საშინელი ხალხი ყოფილხართ! იგივეს გისურვებთ, რასაც ამ საცოდავებს უკეთებთ!”
კომენტარები