პრიბალტიკელი მომღერალი ლაიმა ვაიკულე , მაქსიმ გალკინის და ალა პუგაჩოვას მხარდასაჭერად მარგარიტა სიმონიანს გამოეხმაურა, მას შემდეგ, რაც პუტინისტმა ჟურნალისტმა გალკინს გეი უწოდა, რომელიც დაქორწინდა “მოხუც ქალზე”.
ვაიკულეს თქმით, პროპაგანდისტმა სიმონიანმა”ვერბალური დიარეა გადაიტანა” და აჩვენა მისი “დაბალი კულტურა და ინტელექტი”.
ვაიკულემ ამაზე ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. მომღერალმა აღნიშნა, რომ მან დაიწყო უამრავი შეტყობინებების მიღება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ამიტომ გაჩუმება არ შეეძლო.
“მიახლოებით ვიცოდი, ვინ იყო მარგარიტა სიმონიანი. ახლა ეს ცალსახაა. ეს არის ადამიანი, რომელიც უგულებელყოფს ზნეობისა და ეთიკის ნებისმიერ ნორმას და რომელიც ამ მომენტიდან მიმაჩნია სრულიად უღირსად”, – წერს ვაიკულე.
ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ახლო მეგობარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარგად იცნობს წყვილს და სიმონიანი, სავარაუდოდ, მათ მიმართ სიძულვილის გრძნობით არის სავსე.
“მათი ოჯახის პატივისა და ღირსების მიზანმიმართული დამცირება, გამოხატული ასეთი უხამსი ფორმით, მეტყველებს თქვენს პროფესიულ და ადამიანურ არაკომპეტენტურობაზე. ჭკუაზე არ ხართ, მარგარიტა? ვერბალური დიარეა გაქვთ”.
კომენტარები