“ჭკუით მოიქეცი”, “ემოციები მოთოკე” – ამ სიტყვებით მიმართა დღეს ირაკლი ბერაიამ ალეკო ელისაშვილს. დაპირისპირება თავდაცვის კომიტეტისს სხდომაზე მოხდა.
ჩხუბი დაბლოკილი კანონპროექტის გამო დაიწყო. “ოცნებამ” დაიწუნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინიციატივა, რომელიც ნდობის ჯგუფის მანდატის გაფართოებას ითვალისწინებდა, რომელიც სუს-ს ზედამხედველობას გაუწევს.
ბერაიამ სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ ეს პროექტი საინტერესო არ იყო და არ აპირებდა მასზე დროის დაკარგვას, რასაც დარბაზში მომენტალურად მოყვა პროტესტი.
ირკვევა, რომ “ოცნებამ” არც კი გაუგზავნა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტი.
რეგლამენტში რა წერია, რომ კომიტეტის წევრებს, რომ იციან, რომ ერთ საკითხზეა სხდომა, უნდა დაახვედრონ ასე უცბად და თათარიახლად უნდა განვიხილოთ? სერიოზულია ეს ამბავი? რა არის რეგლამენტში, რომ კომიტეტის წევრებს წინასწარ არ უნდა გაუგზავნო დოკუმენტი და არ უნდა წააკითხო და ასე დაახვედრო? ჩვენ რა ვქნათ, თავი გიქნიოთ, ირაკლი, რომ აბა, აბა, მართალი ხარ? რას მოვასწრებთ წაკითხვას? სათამაშოდ ვართ შეკრებილები თუ რაღაც აბსოლუტური ფორმალობა თუ არის ეს კომიტეტი, გვითხარით, რომ შენ ხარ მაშინ, დაარტყი იმას და უიმე, რა კარგად მოგვიყევი შინაარსი. მოგვეცი იმის საშუალება, რომ გადავიკითხოთ მაინც,“ – მიმართა ბერაიას ელისაშვილმა.
ნამდვილად არ მჭირდება ის, რომ ვიღაცამ თავი დამიქნიოს – არც მაქვს მოლოდინი და სურვილი. თქვენ თუ არ მოგწონთ და მიუღებელია ამ კომიტეტში ამ ფორმით მუშაობა, შეგიძლიათ, დატოვოთ ეს კომიტეტი, ეს არის თქვენი ნება და უფლებამოსილება. ხელს ნუ მიშლი, კორექტულად, სხდომის წაყვანაში მიშლი ხელს, დამშვიდდი, დაწყნარდი და ცოტა ჭკუით მოიქეცი, მოთოკე საკუთარი ემოციები,“ – უპასუხა ბერაიამ ელისაშვილს.
tvpirveli.ge
კომენტარები