აშშ-ში, ტეხასის შტატის ციხეებში 1300-მდე პატიმარს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ტეხასის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ბიურო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სულ მცირე 22 პატიმარი გარდაიცვალა კოვიდ 19-ისგან. 12 ფატალურ შემთხვევაზე კი ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.
საერთო ჯამში პენიტენციალური სისტემის 461 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია.
უწყების ადმინისტრაციის განცხადებით, საერთო ჯამში „20 063 მსჯავრდებული იმყოფება იზოლაციაში, რადგან მათ შესაძლოა ჰქონდა კონტაქტი ან ციხეების თანამშრომლებთან, ან სხვა კოვიდ ინფიცირებულთან“.
ციხეებში გრძელდება ასიმტომური პატიმრების ტესტირება კოვიდ 19-ზე, რადგან ისინი მოწყვლად ასაკობრივ ჯგუფშ იმყოფებიან აჯნმრთელობის მდგომარეობის გამო.
შეგახსენებთ, რომ აშშ კორონავირუსის გავრცელების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1 212 955-ია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 70 000-მდე ადამიანია.954 962 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება და მკურნალობის კურსს გადიან.
კომენტარები