ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი, რომელიც ტელეკომპანია იმედს, ჯიდიესსა და რადიო იმედს ფლობს, იყიდება. კომპანიამ გარიგების შესახებ კომუნიკაციების კომისიას მიმართა.
კომისიამ საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და თანხმობა გასცა.
იმედზე მოსალოდნელ ცვლილებებზე, წყაროზე დაყრდნობით, ფორმულაც საუბრობდა. 11 იანვარს ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ არხის მმართველი რგოლი ტელევიზიის მფლობელის ირაკლი რუხაძის გუნდით დაკომპლექტდება.
კომენტარები