თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება მისი ტელეფონიდან პირად, კონფიდენციალურ ინფორმაციას იღებს, რაც უკანონობაა. ამ თემაზე კომენტარი მან “მთავარ არხთან” გააკეთა.
რამიშვილისთვის ჩამორთმეული ტელეფონის ექსპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა, თუმცა ადვოკატმა სამხარაულის ეროვნული ბიურო დატოვა.
რაც კი ჩემ მობილურ ტელეფონშია, ჩემი პირადი მიმოწერა, სურათები, ვიდეო, სხვა კლიენტებთან თუ კი რამე კონფიდენციალური მქონდა, ჩემი პირადი ინფრომაცია თუ კი რამე იყო – სულ ყველაფრის კლონირებას აკეთებენ. ითვისებენ ჩემ პირად ინფორმაციას, ამით უკანონობას აკეთებენ, აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს გამოძიება. ჩემ კითხვაზე, თუ რატომ აკეთებენ ამას, მპასუხობენ, რომ გადაიტანენ მასალას და ხვალ რომ მოვალ, ჩემთან ერთად გამიჯნავენ.
აინტერესებთ, რამე ისეთი იპოვონ, რითაც შეძლებენ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია ან დაშინება”
მიხეილ რამიშვილი ამერიკის ელჩსა და საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით მიმართავს, დაეხმარონ მას სიმართლის დადგენაში.
აქვე, მიხეილ რამიშვილის სოლიდარობის ნიშნად, სამხარაულთან მივიდნენ სხვა საქმეების ადვოკატებიც. ვასილ მამულაშვილის თქმით, საფრთხიშემცველია თუ კი პროკურატურას ადვოკატების პირად ტელეფონებზე წვდომა ექნება.
შეგახსენებთ, პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს და რამიშვილი ამ საკითხზე მოწმედაა დაბარებული. კონკრეტულად საქმე სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ კადრები დამონტაჟებული და ყალბია.
გარდა ამისა, პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება.
რამიშვილს აღნიშნული ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.
მთავარი
კომენტარები