საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე:
“სამწუხაროა, რომ არასწორ კონტექსტში იყო ნახსენები სიტყვა – ეკომიგრანტები, მოსახლეობის ნაწილის მიმართ. ამან დილიდან უკმაყოფილება გამოიწვია მათი, თუმცა მთელი დღის განმავლობაში, საღამოს ეთერშიც კი, უშეცდომოდ, ტელევიზიები მხოლოდ ამ სიტყვას ხმარობდნენ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ.
ამ ფონზე, როდესაც ამ ხალხის გაღიზიანებას იწვევდა ეს, გრძელდებოდა მათი ასეთ კონტექსტში მოხსენიება. მიგვაჩნია, რომ საჭიროა უფრო მეტი დაფიქრება, რომ არ გავაღვივოთ კონფლიქტი, არამედ ხელი შევუწყოთ მშვიდობიან თანაცხოვრებას. მედიასაც მართებს დაფიქრება, რა შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო”.
კომენტარები