საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, რომელმაც, დაახლოებით 1 საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Wizz air -მა გააუქმა პარიზი ბოვე-ქუთაისის რეისი და ადამიანები დარჩნენ აეროპორტში, რომელიც ღამით იკეტება და ალბათობა იმისა, რომ მინუს 5 გრადუს ყინვაში დარჩნენ ქუჩაში. გიორგი ფოფხაძე აცხადებდა რომ კომპანიის წარმომადგენელი მათ არც კი უკავშირდება და ითხვდა დახმარებას საქართველოს მთავრობისგან, თუმცა, ამ დრომდე, საფრანგეთში, ქუჩაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს არავინ შეხმიანებია. ვიდეოებში, რომელსაც გიორგი ფოფხაძე ავრცელებს, ჩანს რომ აეროპორტში დარჩნენ მცირეწლოვანი ბაშვებიც.
გიორგი ფოფხაძე:
ასეთი მდგომარეობაა ამ წუთში აეროპორში.
სულ ვეძახი საქათმეა–თქო და Wizz air ნამდვილი საქათმეა.
სახელისუფლებო პირებმა კეთილი ინებონ და მოგვაქციონ ყურადღება.
ძვირფასო საქართველოს ხელისუფლება და ვისაც ეკუთვნის ეს, მიაქციეთ ამ ხალხს ყურადღება, მოგვაქციეთ ყურადრება, თორემ, ძალიან მწარედ დაგიჯენთ, ისე მწარედ დაგიჯენთ, რომ ვერ წარმოიდგენთ.
‘ალიას” მადლობა განიუსებისთვის.
ტელევიზიებო, ძვირფასო კოლეგებო, ქართულო ტელევიზიებო, კეთილი ინებეთ, მეგობრულად გთხოვთ, ეს ლაივები გაუშვით ეთერებში, მინუს 5 გრადუსია ტემპერატურა ქუჩაში, წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებიან ეს ადამიანები? კარგი მე დავჯდები მანქანაზე, წავალ სახლში, ამ ხალხმა რა უნდა ქნას? რა ქნას ამ ხალხმა?
გაგვეცით პასუხი!
რომელი ქვეყნის მთავრობა გააკეთებს ამას? მერე გამოვლენ და მეტყვიან, უი, გიორგი რა გინდა საქართველოს მთავრობისგანო, აბა, ვისგან მინდა? ვისგან მინდა, აბა, მითხარით.
შემდეგი ჩართვაც გვექნება, ვთხოვ ყველას, განსაკუთრებით ტურიზმის დეპარტამენტს, ძვირფასო მარიამ, ჩემო კარგო, გირეკავ და არ გვპასუხობ, შენი ვალი და მოვალეობაა, რომ მოგვხედონ.
კომენტარები