ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს;
“კახა კ ა ლ ა ძ ე მ სასამართლოში უჩივლა “ტვ-პირველს” და მის ჟურნალისტს მაია
მ ა მ უ ლ ა შ ვ ი ლ ს. საქმე ეხება ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს რომელიღაც ტ ე ნ დ ე რ ი დ ა ნ
კალაძემ ჯ ი ბ ე შ ი ჩაიდო 60 მილიონი…
ამ შემთხვევაში მ ხ ა რ დ ა ჭ ე რ ა კახას!
არ დამიწყოთ ახლა “აბა, ანგელოზია?” და
მსგავსი ზოგადი უსუსური ფრაზები. არ
ვიცი მე ვინაა ანგელოზი და დემონი, მაგას
სხვაგან არკვევენ! უბრალოდ, არ შეუძლება
გაგრძელდეს ეს მახინჯი ტენდენცია თუ
რაც ჰქვია ამ ამაზრზენ პრაქტიკას, რომ
ტელევიზიიდან რასაც გაგისწორდება
დააბრალებ ადამიანს და ამას შენს
“პროფესიულ საქმიანობას” უწოდებ…
წლების წინ დავწერე და ვთქვი, რომ
ჟურნალისტების ასეთი გულისამრევი
საქციელები, პირველ რიგში ჩვენ – თავად
ჟურნალისტებს უნდა გვაშფოთებდეს და
ჩვენ უნდა დ ა ვ გ მ ო თ პირველებმა! მაშინ
ბევრმა ამას “ა რ ა კ ო ლ ე გ ი ა ლ ო ბ ა”
უწოდა. დღეს, კიდევ კარგი, ძირითადი
ნაწილი მართლა ჟურნალისტებისა, უკვე
აზრზეა მოსული და მიხვედრილია, რომ ის,
ვინც შენს პროფესიას აზარალებს, სვრის,
ჩირქს სცხებს, არ შეიძლება კ ო ლე გ ა დ
მიიჩნიო და უნდა ებრძოლო ასეთს!
სრული მხარდაჭერა ამ საქმეში ჩემგან
კახა კალაძეს. თუკი ღ ა რ ი ბ ა შ ვ ი ლ ი
იგივეს იზამს, მასაც დავუჭერ მხარს ამაში!
ჩემი პოსტებით, ვიდეოებით თუ რითიც
გახდება საჭირო, საერთოდ ყველანაირად!
კომენტარები