30 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს გადააჭარბებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.
ამასთან, 29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.
კომენტარები