იტალიის ქალაქ ლეჩეში ლაგოდეხელი კაცი გარდაიცვალა – ინფორმაციას იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები ავრცელებენ.
იტალიაში სამუშაოდ წასული 40 წლის თემურ მოსაშვილი ქალაქის საავადმყოფოში მკურნალობდა. ახლობლებმა და ნათესავებმა გაუჩინარებული მამაკაცის ძებნაში დახმარება 20 ივნისს ითხოვეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნერვიულობის ნიადაგზე მას ინსულტი განუვითარდა, საავადმყოფოშიც მოხვდა, თუმცა კლინიკა თვითნებურად დატოვა. სწორედ ამის შემდეგ ოჯახი მასთან კომუნიკაციას ვეღარ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის იტალიაში საქართველოს საკონსულოს მიმართეს. თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, საავადმყოფოში მიაგნეს.
მეგობრები წერდნენ, რომ ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილების თავშესაფარში ცხოვრობდა. იმის გამო, რომ ტემპერატურა დაუფიქსირდა, ავტობუსში, რომელიც მათ ემსახურებოდა, აღარ შეუშვეს, 2 დღე-ღამის განმავლობაში კი ერთ-ერთ პარკში ეძინა. მათივე ინფორმაციით, ნერვიულობის ფონზე მაღალი წნევა ჰქონდა და გონებაც დაკარგა. როდის გადმოასვენებენ თემურ მოსაშვილს საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო – მთავარი
კომენტარები