ირინე გოგოსაშვილი
გასულ კვირას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის(გპი) მიმდებარე ტერიტორია „მავანმა“ შოუ არენად აქცია….
როგორც „ალიამ“ გაარკვია, პროტესტანტები არა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ მისი ხელმძღვანელი მანანა ანდღულაძე და ერთ დროს, ამავე უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული 2 კორპუსის და დღეს უკვე გიული ალასანიას ინსტიტუტად წოდებული საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ!!! სწორედ ეს ჯგუფი და მათ უკან მდგომი ინკოგნიტო რეჟისორები ითხოვდნენ 1 წლისა და 3 თვის უკან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, ხმათა უდიდესი უმრავლესობით (28-27) არჩეული დავით გურგენიძის სასწრაფოდ გადადგომას!!!
განა „ალიას“ მიერ წარმოდგენილი ფოტოებიც არ ცხადყოფს – ვინ იმალებიან ამ არასამთავრობოსა და სტუდენტების მცირე ჯგუფს უკან? მართალია ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ ჰქვიათ, მაგრამ იქნებ ქალბატონმა მანანა ანდღულაძემ, (როგორც საპროტესტო აქციის წამყვანმა, გვიპასუხოს – რა საერთო აქვს ევროპულ ღირებულებებთან პრეზიდენტის დედის მიერ სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტს?! ევროპაში ამას ვინ გაბედავს და ვის შერჩება ხახვივით, ქალბატონო მანანა?
ახლა, რამ ააფორიაქა ამ ახალგაზრდების მცირე ჯგუფი და რატომ 1 წლის წინ არ გააპროტესტეს იგივე ახალგაზრდებმა (გიული ალასანიას სტუდენტებმა) დავით გურგენიძის არჩევა რექტორის თანამდებობაზეე?
რა შეიცვალა ამ 1 წლის განმავლობაში ისეთი, რამაც ძილი გაუკრთო მათი აქციების რეჟისორებს?
რა ესაქმებათ, სხვა უნივერსიტეტის, სტუდენტებს იმ რექტორთან, რომელიც საკუთარი 23 000 სტუდენტის სრული მხარდაჭერით სარგებლობს, და რომელსაც არამხოლოდ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა, არამედ მთელი კოლექტივი უჭერს მხარს ?
როგორც „ალიამ“ შეიტყო, ტექნიკურ უნივერსიტეტის ახალ რექტორს გადაწყვეტილი აქვს, უნივერსიტეტისთვის იმ ქონების დაბრუნება, რომელიც სხვადასხვა პერიოდში გასხვისდა და ამ საშურ საქმეში, „ალია“ მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს!
„პროტესტანტი ახალგაზრდების“ უკან, რომ სწორედ ის ძალები იმალებიან, ვინც დღეს ამ ქონებას განკარგავს, ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ თუ საქართველოს სახელმწიფო ჰქვია, თუ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მომავალზე, მის ახალგაზრდობაზეა ორიენტირებული, მაშინ დავით გურგენიძის პოზიცია უნდა გაამყაროს იმავე სახელმწიფომ და მიტაცებული სახელმწიფო ქონება, სამართლებრივად უკან უნდა დააბრუნებინოს ყველა მტაცებელს!!!
– დავით გურგენიძე 3 ჯერ ნასამართლევია, უნდა გადადგესო – გაჰკიოდნენ მავანთა მიერ მართული და ანგაჟირებული ახალგაზრდები! თუმცა მათმა რეჟისორებმა არ იცოდნენ, ის რომ ბატონი გურგენიძის ყველა ნასამართლობა ანულირებულია, ფაქტების არ არსებობის გამო და ბრალიც ოფიციალურადაა გაქარწყლებული! (იხ. დოკუმენტი)!
საგულისხმოა, რომ თვითონ ბატონი დავითის სარჩელია შეტანილი პროკურატურაში და იქეთ უჩივის იმ პირებს, რომლებმაც ქონების წართმევის მიზნით, მასზე და მის პარტნიორებზე შეთითხნეს ბრალდება, საპატიმროშიც გამოამწყვდიეს და ყოფილი ხელისუფლების დამქაშმა „პროფესურამ“ თუ არ იცის ეს ამბავი, დასრულდება გამოძიება და მერე რაღას მოეჭიდებიან?
ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი კომერციული სტრუქტურების ალყაშია, ამას მთელი თბილისი ხედავს!!! საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა ისიც იციან, რომ – ყოფილი რექტორები საკუთარი ოჯახის წევრებსა და საახლობლოს აძლევდნენ ამ ფართებს!!! მართალია, „დიდი ოდენობის“ იჯარაც უნდა გადაეხადათ უნივერსიტეტისათვის, მაგრამ „ერთი-ორი კაპიკი“ ოჯახის ბიუჯეტისთვისაც ხომ უნდა წაეღოთ „საწყლებს“?
ჰოდაააა…..როგორც გავარკვიეთ, საიჯარო ხელშეკრულებები ირღვეოდა, ირღვევა დღესაც და მათი უნივერსიტეტისადმი დავალიანება უკვე მრავალ ათასს ასცდა!
გაუგონარი ამბავია – პირველ სართულზე სამიკიტნო-სახინკლეებიდან ასულ სუნსა და ოხშივარს, მე-2-3 სართულზე მჯდომი სტუდენტი „ნეტარად“ სუნთქავდეს …. მე თქვენ გეტყვით და, შესვენების დროს ჩავა და დანაყრდება, რაააა?
არადა, „მაჭახელაში“, „სამიკიტნოში“, „მაკშაურმაში“ ( და ა.შ.მთელს პერიმეტრზე) ისეთი ფასებია, სტუდენტი კი არა, პატიოსანი აკადემიკოსიც ვერ შევა და ვერ წაიხემსებს!
მაშ, რას და ვის ემსახურება ტექნიკური უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ ფართებში ასე სოკოებივით ამოსული, ერთმანეთზე გადაბმული კვების ეს ობიექტები?
რომელი მათგანია სტუდენტზე გათვლილი, გნებავთ შემეცნებითი და გნებავთ ესთეტიკური თვალსაზრისით?!
გარდა მაგისა, განა შეიძლება, რომ ამოდენა სასწავლო დაწესებულებას არ ჰქონდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და თუნდაც 1 სტადიონი, რომ სტუდენტური მატჩები და სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართოს?!
უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსის ეზოში რა უნდა პროფილაქტიკას, რაააა? რომელი სტუდენტი სარგებლობდა მათი სერვისით? ხომ გასაგებია, რომ ავტოპროფილაქტიკის მეპატრონეს ყოფილი რექტორიც წილში ჰყავდა და სხვებიც?(ხომ არიან სხვებიც?)
ამ და სხვა მანკიერ მემკვიდრეობას რატომ არ აპროტესტებენ გიული ალასანიასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სტუდენტებიი?
იქნებ თავად ქალბატონმა გიულიმ შეიძინა უნივერსიტეტის 2 კორპუსი კანონის სრული დაცვით და საკუთარი დანაზოგით?! იქნებ გადმოვიღოთ „ალიას“ არქივი და შევახსენოთ მკითხველს რა და როგორ ხდებოდა??
დავით გურგენიძემ წაიღო ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება თუ ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა უნივერსიტეტის მაშინდელმა კვაჭებმააა?
ქალაქის ცენტრში ამოდენა ფართები, რამდენი მილიონის ღირებულებისაა დათვალა ვინმემ?
და, თუ დღეს ამ წაგლეჯილის უკან დაბრუნებას მოითხოვს ახალი რექტორი – რა არის ამაში მიუღებელი და გასაპროტესტებელი?
1) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის ახალ რექტორს, რექტორატის, აკადემიური საბჭოსა, სტუდენტების სრული მხარდაჭერით და თანადგომით – განზრახული აქვთ დაიბრუნონ უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული ქონება, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გასხვისდა და დღეს ამ ტერიტორიებზე, ზოგან პროფილაქტიკა, ზოგან კვების ობიექტები და ზოგანაც სხვადასხვა პროფილის კერძო დაწესებულებებია!
უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა ანზორ კოპალიანმა წერილობითაც მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, იმოქმედოს კანონის გათვალისწინებით და დაეხმაროს უნივერსიტეტს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში!
,,ქალბატონო ნათია!
გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაშია ქ. თბილისში კოსტავას ქ .77_ში მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები(მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 01.10.13.023. 181) მიწის ნაკვეთის ნაწილზე რეგისტრირებულია სერვიტუტი.
კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისა და ამ ქუჩაზე მოძრაობის წესების შეცვლის შედეგად, უნივერსიტეტის 3-4 და 8 სასწავლო კორპუსების ეზოში შემოსვლა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, არა მარტო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, არამედ ქვეითებისთვისაც პრაქტიკულად შეუძლებელია! ხშირია საცობები,მძღოლებისა და ქვეითების დაპირისპირება! იმავდროულად უნივერსიტეტის შემომავალ გზის სავალ ნაწილზე ორმხრივადაა პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ფაქტობრივად ქვეითად მოსიარულეთა გასასვლელიც კი არ არსებობს!
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ძალებით არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება(ცენტრალური ჭიშკრის დაკეტვა, მოძრაობის გაცალმხრივება, შემოსვლის აკრძალვა და ა.შ.) რადგან რეგისტრირებულია სერვიტუტი!
იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მომიჯნავე ტერიტორიაზე მისასვლელი ალტერნატიული გზა, გთხოვთ განიხილოთ სერვიტუტის გაუქმების საკითხი, რის შემდგომაც უნივერსიტეტი უზრუნველჰყოფს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წითელ ხაზებში არსებული სივრცის მოწესრიგებას და სასწავლო საქმიანობისთვის სათანადო გარემოს შექმნას,სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, გზის საფარის მოწესრიგებას და სხვა!“
გასაკვირია, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროდან, კერძოდ კი მინისტრ ნათია თურნავასგან პასუხი აგვიანებს და ნეტავ რატომ?
ქალბატონო თურნავა!
ვიცით, გადაღლილი ბრძანდებით, მაგრამ პასუხის მიწერა მაინც მოგიწევთ და იქნებ, თქვენი ძვირფასი დრო, ტექნიკური უნივერსიტეტის პრობლემისთვისაც დაგეთმოთ? ბოლო-ბოლო უნივერსიტეტის კანცლერი გწერთ და პრობლემაც სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვს!
კომენტარები