ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. სტუდენტებმა ადგილზე აქცია გამართეს. ისინი რექტორისგან, დავით გურგენიძისგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირებას და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ძალადობის დაგმობას მოითხოვდნენ. ახალგაზრდების მოთხოვნებს შორისაა, ასევე, წაიშალოს უნივერსიტეტის ფეისბუქ და ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ ყაველაშვილის “გაპრეზიდენტების” მისალოცი განცხადება, რომელიც რექტორ გურგენიძის სახელით გამოქვეყნდა.
პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებთან ჩავიდნენ თავად რექტორიც და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც. რექტორმა პოსტის წაშლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ეს უნივერსიტეტის ოფიციალური პოზიციაა. ადმინისტრაციის წარმომადგენლების მტკიცებით, “სხვა პოზიცია მხოლოდ 10 სტუდენტს” აქვს.
“ყაველაშვილი არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი 29 დეკემბრიდან, მერე რა, რომ არ მეთანხმებიან. მილიონ 120 ათას კაცს სხვა აზრი აქვს დანარჩენს სხვა აზრი აქვს…რეჟიმი საქართველოში არ არსებობს” – აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი და ამით მხარდაჭერას ადასტურებს “ოცნების” რეჟიმის მიმართ.
კომენტარები