ტერორისტული აქტების სერია ინდოეთში – გარდაცვლილია 27 და დაჭრილია ოცამდე ადამიანი. შეირაღებული თავდასხმა პაჰალგამში, ქვეყნის ტურისტულ ზონაში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ცეცხლი ორმა პირმა გახსნა.
ხელისუფლება დაშავებულების და დაღუპულებს ზუსტ რიცხვს არ ასახელებს.
ეს თავდასხმა გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ოდესმე იყო განხორციელებული, – განაცხადა რეგიონის ხელმღვანელმა ომარ აბდულამ.
ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს.
„როიტერსის“ ცნობით, პასუხისმგებლობა თავდასხმაზე სამხედრო დაჯგუფება ე.წ. “ქაშმირის წინააღმდეგობამ” აიღო.
კომენტარები