მომღერალი აჩიკო გოგიტიძე, რომელიც ამერიკიდან ჩამოფრინდა და კარანტინში იმყოფებოდა, უკვე ათ დღეზე მეტია ითხოვს ტესტის ჩატარებას ვირუსზე, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა ტესტის ჩატარების ნებართვის მიღება, რაც მინისტრის დაურეკა და პირადად სთხოვა.
აღმოჩნდა, რომ მას აქვს კორონავირუსი და სახლში ისე უშვებდნენ ასაკოვან მამასთან, რომ შემოწმებას არც უპირებდნენ, რადგან სიმპტომები არ ჰქონდა გამოხატული. აჩიკო ჰყვება, რომ იგი თენგიზ ცერცვაძეს უსმენდა და ამან გადაარჩინა ახლა ის და მისი მამა, რომელსაც ვირუსი გადაედება მისგან. როგორც ჩანს აჩიკო გულისხმობს, ბატონი თენგიზის იმ განცხადებებს, სადაც ექიმი ჰყვება, რომ პაციენტების უმეტესობას უსიმპტომოდ აქვს ვირუსი და ასეთი პაციენტები ყველაზე საშიშია. არავინ იცის, რამდენმა ადამიანმა არ ჩარია მინისტრი, რამდენი ენდო ექიმებს და წავიდა სახლში და წაუღო საყვარელ ადამიანებს კარანტინიდან ვირუსი.
აჩიკო ურჩევს ხელისუფლებას, გააძლიერონ კარანტინში მონიტორინგი.
აჩიკო გოგიტიძე:
“ჩემო უსაყვარლესებო მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, ფეხზე მაქ გადატანილი ვირუსი, სიმღერაში, სიცილში და სიყვარულში! ძლიერი იმუნიტეტიდან გამომდინარე ძალიან ადვილი იყო გამომპარვოდა საერთოდ ეგ ამბავი და გადამედო ბევრი ადამიანისთვის! სიმართლე უნდა ითქვას 10 დღეა ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, მაქსიმუმ სახლში წასვლის წინ და უარით მისტუმრებდნენ ყოველ ჯერზე! სხვა გზა არ დამიტოვეს დავურეკე აჭარის ჯანმრთელობის მინისტრს და გულითადად ვთხოვე აუცილებლად გაეკეთებინათ ტესტი, რადგან რისკ ზონიდან ვიყავი ჩამოსული (აშშ). რომ არა ეს კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, ხვალ მარშით მიშვებდნენ სახლში სადაც ყველა ოჯახის წევრს გადავდებდი ვირუსს! მე აბა კი ვარ გადასარევად! ყველაზე მთავარმა ჩაიარა , ჩემი იმუნიტეტის წყალობით! ეხლა მხოლოდ რაც დარჩენილი მაქვს ბოლომდე გამივიდეს ინფექცია და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდები ოჯახს! ბატონო ზაალ ჩემი გმირი ხართ!!!
P.S ჩემი კეთილი რჩევა იქნება თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით და თქვენი გაზიარებული პოსტებით ნუ ტკბებით ! (ადრესატები მიხვდებიან) ფეისბუქ პიარს მონიტორინგი გააძლიერეთ კარანტინში! მაგალითი ვარ აგერ ბატონო! საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარე მეტს არაფერს დავწერ! ნარცისებო
კორონას ამარცხებს სილაღე, სიყვარული, კარგი სიმღერა და უფლის წყალობა! აბა წამალი მე არ დამილევია! ხარებას გილოცავთ! ბედნიერი ვარ, რომ არავის გავუმწარე სიცოცხლე! განსაკუთრებით ჩემს უსაყვარლეს მამას, რომელიც ხვალ სახლში მელოდა! მიყვარხართ!!!!
თენგიზ ცერვაძე იყოს კარგად
მაგ კაცს ვუსმენდი, თორემ ესენი მარშით მიშვებდნენ ხვალ სახლში!!!”
კომენტარები