საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია მაშინ, როცა მოსამართლე შალვა თადუმაძის დარღვევით შევსებული დეკლარაცია გაასაიდუმლოეს.
როცა თადუმაძემ პროკურატურიდან უზენაეს სასამამრთლოში გადაინაცვლა, მაშინ საჯარო სასამხურის ბიუროდან მოითხოვა დაემალათ დარღვევები, რომელიც იყო მის დეკლარაციაში და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო ეს ინფორმაცია.
საია საკონსტიტუციო სასამართლოსგან კანონის აღსრულებას ითხოვს:
“ხომ არ დამალა თანამდებობის პირმა თავისი შემოსავალი, დეკლარაციაში ხომ არ ასახა ესა თუ ის შემოსავალი, ეს არის საჯარო ინტერესის მქონე საგანი და ნებისმიერ მოქალაქეს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ამ ინფორმაციაზე, შესაბამისად, სასამართლოს უფლება, გაასაიდუმლოოს ასეთი ტიპის ინფორმაცია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ეს არის საკონსტიტუიციოში დავის საგანი.
დღემდე არ ვიცით, რა დარღვევა დაუდგინა საჯარო სამსახურის ბიურომ თადუმაძეს მის დეკლარაციაში, ანუ დამალა თუ არა რაიმე შემოსავალი, რა იყო ეს შემოსავალი, რაზე ედავებოდა საჯარო სამსახურის ბიურო.
უზენაესი სამსახურის ბიურომ თქვა ის, რომ ბატონი თადუმაცის რეპუტაციის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდე ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა დარღვევა დაუდგინა. ბუნებრივია, ეს ზრდის თანამდებობის ბოროტად გამოყენების და კორუფციის რისკებს”.
კომენტარები