სოციალური ქსელის მომხმარებელი თინა ტალახაძე “სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში” აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“გამარჯობა, დიდად პოსტების წერა არ მიყვარს, მაგრამ რადგან ვიცი ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანია Franco Fontana Georgia-ს მომხმარებელი თავი ვალდებულად ჩავთვალე ჩემი ამბავი მოგიყვეთ, დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ გადავწყვიტე დაწერა რადგან ჩემს გარდა არის ათასობით ადამიანი, რომლებსაც ათასობით ლარს ატყუებენ!
მაჩუქეს ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც ნახევარი ზომით პატარა მქონდა და წავიღე გასადიდებლად. იუველირმა ლუპით დახედა და მითხრა, რომ ეს ბრილიანტი არის ნატეხებიანი და დაბალი ხარისხის, ანუ პასპორტში რაც წერია ის არ არის და უკან მიიტანეო (ისე აზრადაც არ მომივიდოდა ესეთი ცნობილი ბრენდის ბეჭდის შემოწმება). დავრეკე და წავიღე უკან, დამხვდა სავარაუდოდ მფლობელი, და ავუხსენი ესე და ესეა… არც კი დაუხედავს ბეჭდისთვის, ეგრევე თითის ზომა ამიღო და მითხრა ახალს გამოგიწერთო, ორი სერტიფიკატი ჩამოყვებაო, ბოდიშიო, მეც ვიწერ და არ ვიცოდი თუ ესეთი ჩამოვიდოდა, არ ველოდებოდიო და განვიცდიო. მითხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაჭირდებოდა, მანამდე გამოწერდნენ და ერთ თვეში იქნებოდა ახალი, წავედი მეორე დღეს და გავაკეთე ექსპერტიზის დასკვნა უკარგეს ექსპერტ ხათუნა გაჩეჩილაძესთან (თუ დაგჭირდებათ პროფესორია, სუპერ ექსპერტი) შეამოწმა, და თქვა ეს უკვე ზედმეტიაო. შეგიძლია ამით უჩივლო, პასპორტში ჩაწერილი არაფერი არ ემთხვეოდა გარდა ბრილიანტის ფერისა. მთლიანი ბეჭდის გრამი 5.33 მაგივრად 5.04 … ბრილიანტის VSის მაგივრად P 1 (დაბალი ხარისხი). შიგნით იყო ნატეხები, ბზარები, შენაერთები, ღრუბლები და ა. შ.)
ექსპერტმა მითხრა, რომ პირველი არ ვარ და ორჯერ სასამართლოშიც კი იყო მიწვეული ექსპერტად ამ კომპანიის წინააღმდეგ.
მივედი ჩემი დასკვნით Franco Fontana ში ვუთხარი ახალი ბეჭედი არ მინდა ფული უკან დამიბრუნეთთქო, რათქმაუნდა დამიბრუნეს. წარმომადგენელი თავს იმართლებდა ესეთი შემთხვევები არ ხდება და ძალიან წუხდა ესე რომ მოხდა და თვითონაც მოტყუებულია. ვუთხარი კარგად იცით მე პირველი არ ვარ და თუ ესე წუხხართ ერთი ექსპერტი აიყვანეთ, ამხელა კომპანია ხართ და თქვენი პრესტიჟია, (არ ყავთ ექსპერტი და იუველირი) არ აინტერესებთ, იციან რაც ჩამოდის…
უნდა დავიჯეროთ, რომ იწერს მილიონობით ლარის პროდუქტს, იცის, რომ ატყუებენ და თანამშრომელი არ აყავს პროდუქციის შესამოწმებლად. ხოდა რათქმაუნდა გაჩუმდა, ხმა აღარ ამოუღია. პატარა თანხებზე ხომ არ არის საუბარი თაღლითობა უნდა ისჯებოდეს, რადგან არ ისჯება თქვენ მაინც იცოდეთ ქვევით დევს ექსპერტიზის დასკვნა და ბეჭდის პასპორტის სურათი! “
“ალია” დაუკავშირდა Franco Fontana-ს, სადაც გვითხრეს, რომ ამჟამად არ სცალიათ და მოგვიანებით დაგვირეკავენ და დააფიქსირებენ თავის პოზიციას. როგორც კი კომპანია კომენტარს გააკეთებს, აქვე გავაახლებთ ინფორმაციას.
კომენტარები