ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი:
„საგიჟეთი. პიესა მრავალ აქტში. დასასრულის გარეშე:
ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილი 10-მდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებაში და იძულებით მოათავსეს პალატაში – სცადეს მისი დაბმა და ნემსის ასე გაკეთება.
თაკო ჩარკვიანი – და მერე გავშალოთ ლეიბები და დავწვეთ ერთად.
ნიკა მელია ხელისუფლებას – დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები, გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები.
თაკო ჩარკვიანი – და მერე დავყაროთ ლეიბები და ყველანი ერთად დავწვეთ.
ადვოკატი – როცა სააკაშვილთან შევედით, გლდანის ციხის ყველა კორპუსიდან, ორგანიზებულად, საშინელ ობსტრუქციას გვიწყობდნენ – ეს არის მორალური ტერორი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
თაკო ჩარკვიანი – და მერე დავყაროთ ლეიბები და დავწვეთ ერთად!“
კომენტარები