გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“თალასემია მინორი, ანუ მცირე თალასემია გენეტიკური დაავადებაა, უფრო სწორად გენეტიკური მდგომარეობაა და პრინციპულად უპრობლემოდ მიმდინარეობს და არც კი საჭიროებს მკურნალობას…..
თუკი
ამ თალასამიის მქონე ადამიანი
ან ცუდ და უვიც ექიმს
ან კიდევ ბოროტ და მტრულად განწყობილ ექიმს არშეეყარა.
პრობლემაა რკინის რაოდენობა პერიფერიულ სისხლში
თუკი მცირე თალასემიის დროს ექიმმა დაგიდგინა რკინის რაოდენობის შემცირება სისხლში და დაიწყო რკინის პრეპარატებით მკურნალობა ისე,
რომ არ გადაამოწმა რკინის დეპოები,
ღვიძლში რკინის გადაჭარბებულად დაგროვების გამო, ადამიანი მოიწამლება რკინით და ეს მიგვიყვანს ნერვული სისტემის რკინით დაზიანებამდე, ღვიძლის დაზიანებამდე და ღვიძლის უკმარისობამდე.
ღვიძლი ვეღარ შეასრულებს თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას – დეტოქსიკაციას და მერე ნებისმიერი საკვებიც კი შეიძლება საწამლავი აღმოჩნდეს.
სამწუხაროდ ასეა, რომ
თალასემიიანი ადამიანი რკინის თერაპიით ექიმმა შეიძლება ისე მოკლას კიდეც, რომ პასუხიც ვერ მოთხოვო,
მითუმეტეს მაშინ,
როცა არ გსურს….
,,რკინის ნაკლებობა ჰქონდა და არ მიმეცა?,,
აი ეს ვითომდა ლოგიკური წინადადება და კითხვა თალასემიის დროს კომპლექსურია და მკვლელი შეიძლება გახდეს”
კომენტარები