ფოტო: Reuters
თალიბების მიერ ქაბულის დაკავებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ავღანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ UNICEF-ი ავრცელებს.
UNICEF-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ 15 აგვისტოს შემდეგ, ვაქცინაციის დაფარვა 80%-ით შემცირდა.
15 აგვისტოდან ავღანეთის 23 პროვინციაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 30 500-მა ადამიანმა გაიარა მაშინ, როდესაც 15 აგვისტომდე ერთი კვირის პერიოდში ქვეყნის 30 პროვინციაში ვაქცინირებულთა რიცხვი 134 600 ადამიანს შეადგენდა.
„ეს ვარდნა გასაგებია, რადგან ქაოსის, კონფლიქტისა და საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანები პირველ რიგში პრიორიტეტს თავიანთ უსაფრთხოებას ანიჭებენ“, – განაცხადა UNICEF-ის წარმომადგენელმა.
UNICEF-ის წარმომადგენელმა არ დააზუსტა, უკავშირდება თუ არა ვაქცინაციის შემცირება ვაქცინების შესახებ „თალიბანის“ შესაძლო სკეპტიციზმს.
კომენტარები