თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მასალებს გაეცნო, კონკრეტულად ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას.
გამოძიების ვერსიით, გარდაცვლილს საბანკო ანგარიში და ანაბარი ჰქონდა, რომელზეც 75 ათასი ლარი იყო დარიცხული. ოჯახს აინტერესებდა, დასახელებული თანხა ერთიანი ჩარიცხვით იყო დაგროვებული, თუ ეტაპობრივად.
ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თანხა ეტაპობრივად იყო დაგროვებული და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მიერ იყო გამომუშავებული.
გარდა ამისა, ოჯახი გაეცნო საქმეში არსებულ ახალ ჩვენებებს, რაზეც ადვოკატი მიუთითებს, რომ ისინი ურთიერთგამომრიცხავია.
„თანხა არის სახელფასო ანაბარზე. თითქოს, დიდი ჩარიცხვები იყო, რამდენიმე ასეულ ათასზე იყო საუბარი, თუმცა ეს სიმართლე არაა. თანხა მისი შრომის შემოსავალი იყო. 75 ათასი ნელ-ნელა, ყოველთვე იყო ჩარიცხული, როგორც შესაბამისად ხდება.
რაც შეეხება წერილს, როგორც ექსპერტიზა გაკეთდა, ეს მისი კალიგრაფიაა, მაგრამ გამოსაკვლევია, როდინდელია, დაწერილია გაუჩინარების დღეს, თუ როდის. ბევრ ჩვენებას გავეცანით და მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
კომენტარები