საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია, ამბობს, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ არის შესული. მისივე თქმით, ჯერ ვერ ხერხდება საქართველოს მოქალაქის შვილის, თამარ გოლდენბერგის კვალის პოვნა.
ჟვანია ამბობს, რომ ის სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია.
“მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში. მდგომარეობა მშვიდი იყო გუშინ შედარებით ცენტრალურ ისრაელში, თუმცა აშკელონში და აშდოდში, ისევე როგორც ბეერშევაში, იყო საჰაერო თავდასხმები. ისრაელის საჰაერო თავდაცვას მოგერიებული აქვს აბსოლუტური უმრავლესობა ამ თავდასხმების. საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ არის შემოსული, დაშავებულების ან დაკარგულების შესახებ.
ერთადერთი, რაც გვაქვს, არის თამარ გოლდენბერგი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქის შვილი, ისინი აფხაზეთიდან არიან, 30 წლის წინ ჩამოვიდნენ, თამარი აქ არის დაბადებული, მისი კვალი ჯერ ნაპოვნი არ არის, სავარაუდოდ, არის გამტაცებლების ხელში. ეს არის მის შესახებ ინფორმაცია, რასაც მის შესახებ ვფლობ”, – ამბობს ჟვანია.
ელჩმა აღნიშნა, რომ დღეს დაკრძალავენ ქართველ ებრაელს, მოშიაშვილის, რომელიც ბრძოლის დროს დაეცა გმირულად.
კომენტარები