დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია, ამბობს, რომ ის პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში გადადის. ამის მიზეზი “ქართული ოცნების” მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა.
გუშინდელი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება იყო ცალსახად ყველას მიმართ უპატივცემულობა, ეს იყო ქვეყნის კურსის შეცვლა და დასავლეთის იგნორირება. დოკუმენტზე ხელმომწერებმა სათანადო პასუხი უნდა გავცეთ ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ ხელმომწერი, ვთვლი, რომ არ შეიძლება, “ქართულ ოცნებას” ეს ეპატიოს. ჩემი ფორმა, რომლითაც მე შემიძლია, დავუპირისპირდე, არის ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, რადგან უკვე აზრი არ აქვს მათთან პარლამენტში თანამშრომლობას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნებში მოხდეს სრული მობილიზება საზოგადოების და “ქართული ოცნების” დამარცხება პოლიტიკურ სცენაზე”, – თქვა თამარ კორძაიამ.
კომენტარები