სოპრანო, თამარ ივერი:
“ამ რამდენიმე დღის წინ ბატონი სოლომონ ნერგაძის პოსტი,კომაში მყოფ მარიამის დასახმარებად გავაზიარე და მოვნიშნე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
მიხარია რომ მან მყისიერად ირეაგირა და დღეს ეს მომწერეს მისი სახელით, დიდი მადლობა მას ამისთვის!
სიკეთე აშენებს!-ბოროტება ანგრევს!”
Solomon Nergadze ს პოსტი:
დღე მშვიდობისა ძვირფასებო,
თუ ნებას მომცემთ, თქვენი სახელითაც მივმართავ პრემიერ-მინისტრს.
ვეცდები, გამოაქვეყნონ ერთ-ერთ ცენტრალურ გაზეთში მაინც.
საქართველს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ი. ღარიბაშვილს,
ძვირფასო ბატონო ირაკლი,
2020 წლის 25 ოქტომბერს, ოჯახი მიდიოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველიდან სოფელ დიმში ბაბუის ეზოში ხეხილის ნერგების დასარგავად.
ბაღდათის გზაზე მოუვიდათ ავარია, სადაც ადგილზე გარდაიცვალა ამ ბავშვის, მარიამის მამა, ბებია, ბებიის ძმა და მისი 4 წლის ძმა.
მარიამი და მისი დედა კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს ქუთაისში, ევექსის კლინიკაში.
რამდენიმე დღეში ბავშვს შეეყარა კოვიდ-ინფექცია და იგი რეანიმობილით გადაიყვანეს თბილისში, ციციშვილის კლინიკაში.
მარიამის დედა გარდაიცვალა 24 ნოემბერს ქუთაისის ევექსის კლინიკაში.
მთელი ოჯახიდან ერთადერთის, მარიამის სიცოცხლეღა შემოგვრჩა და ისიც კომაშია.
როგორც მისი ახლობლები ამბობენ, მისი გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა, მაგრამ ოჯახს ფინანსები ამოეწურა. მოქალაქეები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ფულადი სახსრებით, მაგრამ ვერაა საკმარისი.
ბატონო ირაკლი, გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩვენი ტკივილი, პატარა მარიამის გასაჭირი და დაეხმაროთ!
გადავარჩინოთ პატარა მარიამის სიცოცხლე!
მოქალაქეთა ერთი ჯგუფის სახელით,
სოლომონ ნერგაძე
დანიშნულება #მარიამისთვის
მიმღები დედების ფონდი თიბისი ბანკი
#GE52TB7174136585100001
საქarTvelos ბანკი
#GE78BG0000000162427846
საქველმოქმედო ზარი: 0901700483
www.pondi.ge – გადარიცხვა ბარათით
www.pondi.ge/paypal -გადარიცხვა საზღვარგარეთიდან paypal სისტემით
მისამართი – თბილისი, ლუბლიანას ქ. 38ა”

კომენტარები