ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვიზიარებ მწუხარებას, ყველაზე მეტად მშობლებზე მეფიქრება… – ამის შესახებ კომპანია “zag”-ის მფლობელმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.
აბრაჰამ რეიხბახი აცხადებს, რომ თამაბ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლა ჯერ კდიევ 6 თვის წინ სურდა და ამის სავარაუდო მიზეზი მეორე სამსახურში მუშაობა იყო.
” ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვიზიარებ მწუხარებას, ყველაზე მეტად მშობლებზე მეფიქრება…
თამარი, სხვების მსგავსად, პროგრამებს წერდა, ჩვენ კარგი მენეჯერი გვყავს საქართველოს ოფისში, მე არ ვარ ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, მენეჯერი კურირებს ყველაფერს. რაც ვიცი, ჩვენი თანამშრომლები კმაყოფილი არიან ანაზღაურებით, პირობებით და ყველა თავისუფალია თავის ქმედებაში – წავიდეს თუ დარჩეს.
როგორც ვიცი, თუ არ ვცდები, თამარმა თქვა, რომ წასვლას აპირებდა, მგონი ეს 6 თვის წინ იყო, ზუსტად არ ვიცი. რადგან მას 2 სამსახური ჰქონდა. მე პირადად მასთან არ მისაუბრა, მგონი ერთხელ დავინახე ოფისში, როცა ჩამოსული ვიყავი, უბრალოდ მივესალმე, რადგან ყოველდღიურ საქმიანობაში არ ვერევი”
კომენტარები