ბელგიაში ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ანა ბალამწარაშვილი, ზაზა მესხის შოვში დაღუპვას ეხმაურება და წერს:
“ჩემო (ჩვენო) მეგობარო, ახალს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რომ სამშობლოს შეწირე შენი თავიც და ოჯახიც, შენი ლამაზი შვილებით სამუდამოდ დაუმეგობრდი ჩვენს ბედკრულ და ათას ჭირნახულ საქართველოს, ძალიან დიდი ტკივილი დაგვიტოვე ყველას და თან სიყვარულით სავსე ტკივილი, განისვენე იქ სადაც საუკეთესოთა საყუდელია სამუდამო, გპირდები-მაინც მოგწერ ხოლმე წერილებს, მესიჯებს და მოგიყვები საქართველოს ამბებს, ბოლოს დამპირდი რომ როცა დაბრუნდებოდი რაღაცა კარგი იდეა გქონდა და უნდა გაგეზიარებინა, თან წაიღე ეს კარგი ამბავიც…
რა საჭირო იყო ამხელა მსხვერპლი ღმერთო, და თუ მაინც და მაინც მაშინ იყოს ღირებული ამ ადამიანების სიცოცხლე ჩვენი სამშობლოს მომავლის გასაბრწყინებლად …
მშვიდობით ზაზა, ერთგულო, კეთილშობილო, წესიერო, სიყვარულით სავსე კაცო მშვიდობით,შეხვედრამდე იქ-იმიერ საქართველოში
კომენტარები